ჩანთაში ან ჯიბეში რამე გედოთ თავდასაცავად

ალბათ ყველამ იცით, რა გამო**ევებული ხალხი დადის ამ ბოლო პერიოდში, ღვინოში და არაყში ჩამხრჩვლები. დღეს უნივერსიტეტიდან მოვდიოდი და მეტროში ვიღაც მთვრალი კაცი შემოვიდა. იგინებოდა რაღაც საზიზღრად, აი მამაკაცსაც რომ შეზიზღდება ისეთი სიტყვებით აგინებდა მეტროში მყოფთ, ქართველებს და სრულიად საქართველოს. წინ, უკან, მარჯვნივ, მარცხნივ ყველას აგინებდა და რა თქმა უნდა გავბრაზდი, მაგრამ რახან მთვრალი იყო ვცდილობდი თავი შემეკავებინა. ჩემს გვერდით იდგა და მერე მეც დამიწყო გინება. მერე ამომასხა და შევეპასუხე. ასე შეხლა შემოხლაში დასწვდა ქამარს და დანა ამოიღო. იმ ადგილს გავეცალე და კიდევ კარგი იქ ვინც ვიღაცები დაელაპარაკნენ, თორე ალბათ მოსაკლავად გამომეკიდობოდა. პოლიციაში რომ განვაცხადო აზრი არ აქვს, არც იმ კაცის სახე მახსოვს და არც მგონია, რომ ამას რამე რეაგირება მოჰყვება . ადრე არ მქონია ასეთი შემთხვევა და არც მეგონა, თუ რამე ასეთი დამემართებოდა. არც არავის ჰგონია სიმართლე რომ ვთქვათ და არავინ რომ არ ელის ზუსტად, მაგიტომ არის საჭირო თავდასაცავი საშუალება გქონდეს. სიფრთხილეს თავი არ სტიკავო, ბოლოსდაბოლოს. ვიცი, ჩემი თქმა არ სჭირდება არავის, მაგრამ ეს ერთ-ერთი მიზეზია იმის, რომ რაღაც აუცილებლად უნდა გქონდეს, რომ ასეთ შემთხვევებში თავის დაცვის საშუალება გქონდეს. არავის შეშინება არ მინდა, უბრალოდ გეუბნებით, რომ ფრთხილად იყოთ. იმედია გაითვალისწინებთ ამ რჩევას. არავის არ უნდა, რომ ვინმეს სიმთვრალეს შეეწიროს, მით უმეტეს მე. ჯერ კიდევ ბევრ რამეს უნდა მივაღწიო ცხოვრებაში და ახლა რომ რამე დამმართნოდა, იმქვეყნად მაგრად გამიტყდებოდა. (თეგს ყურადღება არ მიაქციოთ, ისე მოვნიშნე)