სოციალური პრობლემების შემოტანა პროტესტში
ძალიან ბევრს ვფიქრობ ამ ამბავზე. ვინც დავდივართ პროტესტზე, უმეტესობა იდეალისტები ვართ, რაც კარგია. ჩვენ გვესმის რას ვაპროტესტებთ და უმეტესობას ესმის რას ნიშნავს ევროპა.
მაგრამ, მე იმასაც ვიაზრებ რომ ჩვენს გარშემო უამრავი ადამიანი სამსახურიდან სამსახურში დადის ყოველ დღე და არ აქვს არც გააზრების, არც დაფიქრების, არც იდეალისტობის დრო და ენერგია. შეიძლება სულაც არაა ქოცი, უბრალოდ თავის თავს ვერ ხედავს ამ პროტესტში.
საყოველთაო პრობლემაა სიღარიბე, ფასების ზრდა და თქვენ განავრცეთ..
მეთანხმებით რომ ამ საკითხების პროტესტში შემოტანა სტრატეგიულად ძალიან სწორი იქნება ახლა?